,,ნიუ ვიჟენი“ რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კომპანია წარმოდგენილია საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მინიჭებული ავტორიზაციის საფუძველზე.  ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

სატელეფონო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შესაძლებლობა:

ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაცია: 2 060 XXX

VOIP - ინტერნეტ სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაცია: 70 60 80 XXX

კომპანია დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტელექტუალურ პოტენციალზე. კომპანიის მაღალკვალიფიციური გუნდის ძალისხმევით, ჩვენი სერვისები მუდმივად ვითარდება, რათა გქონდეთ შესაძლებლობა მიიღოთ მაღალხარისხიანი და მრავალფუნქციური სატელეფონო მომსახურება, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.

,,ნიუ ვიჟენი“-ს გუნდი ნებისმიერი დამკვეთის მოთხოვნის შესწავლას ახდენს ინდივიდუალურად, რაც საბოლოოდ ქმნის კომპლექსურ, მხოლოდ თქვენს ბიზნესზე ადაპტირებული სერვისს.